среда, 2 декабря 2009 г.

სუფთაჰაერით სუნთქვა ჩვენი უფლებაა

1.პროექტის სახელი; სუფთა ჰაერით სუნთქვა ჩვენი უფლებაა,დაცვა-მოვალეობა.

2.პროექტის მოკლე აღწერა; პროექტის მიზანია---ერთად შევეცადოთგადავარჩინოთ
დედამიწა-----ჩვენი სახლი.

3.პროექტის სრული აღწერა;ჰაერი გვაკრავს ჩვენ ყოველი მხრიდან.მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ჰაერს ვერ ვხედავთ და არ შეგვიძლია გემო გავუსინჯოთ,ის დედამიწის ატმოსფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილია.ჰაერი აირთა ნარევია,რომელიც ძირითად კომპონენტებთან,ჟანგბადთან და აზოტთან ერთად შეიცავს არგონს,ნახშირორჟანგსწყლის ორთქლსდა სხვა ნივთიერებების უმნიშვნელო მინარევებს.დედამიწაზე ჰაერს სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა შედგენილობა აქვს.ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტი,სათბობი,მეტალურგია და სამრეწველო ნარჩენები.სწორედ დაბინძურებული ჰაერია ჩვენს ორგანიზმში მრავალი საშიშიდაავადების გამომწვევი,განსაკუთრებით მძიმე დაავადებებს ორგანიზმში შეჭრილი მიკრობები და
ვირუსები იწვევს.ეს მტვრის ''თანამგზავრი''ნაწილაკებია და ორგანიზმშიც მტვერთან
ერთად ხვდება.ამიტომ სუფთა ჰაერის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გადამდებ დაავადე
ბებთან ბროძოლას ნიშნავს.ჩვენთვის საინტერესოა ჭიათურის ჰაერის დაბინძურების დონის განსაზღვრა და გამომწვევი მიზეზების დადგენა.დღევანდელი კაცობრიობა ბუნებას აღიქვამს,როგორც მოხმარების საგანს და ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის.ვერ
აცნობიერებენ, რომ ტყე დედამიწის ფილტვებია.ამიტომ ყველა ჩვენთაგანის ვალია
ყურად ვიღოთ პატრიარქის მოწოდება-ყველა ადამიანმა წელილადში 12 ხე უნდა დარგოს.თვალი გავუსწოროთ ობიექტურ რეალობას და ერთად შევეცადოთ გადავარჩინოთ დედამიწა --ჩვენი სახლი.

4.მონაწილეთა ასაკი; 14-15 წელი.

5,ვადები/ხანგრძლივობა; 4.12-9.12.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში; პრეზენტაცია,ჩართულობა.ისტ-ის გამოყენება.

7.მოსალოდნელი შედეგები; ჩემი ქალაქის გამწვანება

8.სუფთა ჰაერით სუნთქვა ყველასთვის სასარგებლოა.

9.სამუშაო ენა-ქართული.

10.პროექტის ფასილიტატორი; ნინო დარბაიძე.

11.ფასილიტატორის ელ-ფოსტა; darbaidzen@gmail.com

12პროექტის ბლოგი; nino darbaidze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий